Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ მოვამზადოთ მარწყვის მუსი

მარიეტამ უგემრიელესი მარწყვის მუსის მომზადების წესი გაგვაცნო. აუცილებლად გაეცანით და გაგვაგებინეთ, როგორი მარწყვის მუსი გამოგივათ.

როგორ მოვამზადოთ მარწყვის მუსი

~ მომზადების წესი ~

1. 5-6 ცალი მარწყვი ჩავყაროთ 200-250 გრამიან ჭიქაში და დავაყაროთ იმდენი შაქარი, რომ ეს ჭიქა ბოლომდე გაივსოს. ასე გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში.

2. 2 კვერცხის ცილა ჩავაგდოთ თასში, დავამატოთ ვანილი და მწიკვი მარილი, ზემოდან დავასხათ შაქრიან-მარწყვიანი მასა და გაუჩერებლად ვთქვიფოთ 25 წუთი ან ცოტა მეტი, სანამ ფუმფულა, სქელ მასას არ მივიღებთ.

 
ეს მუსი იდეალურია ტორტების მოსართავად, ასევე ტარტალეტკებისთვის. ანალოგიურად მზადდება ალუბლის მუსიც, ოღონდ ალუბალს კანი უნდა გავაცალოთ და კურკა გამოვაცალოთ. 200-250 გრამიან ჭიქაში დაახლოებით 8-10 ალუბალია საჭირო. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად.

დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
შოკოლადის მინანქარი
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი

კულინარია.ჯი-ზე ყველაზე გემრიელი და პოპულარული რეცეპტების ავტორი მარიეტა შოკოლადის მინანქრის მომზადებაშიც გვეხმარება. იხილეთ და გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი.

Close