Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ მოვამზადოთ ლიმონის მუსი

თუ ფიქრობთ, რომ გემრიელი ნუგბარის მომზადება დიდ დროსა და ენერგიას  მოითხოვს, ცდებით. ეს მუსი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ მოკლე დროში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მშვენიერი მუსის მომზადება.

ამისათვის დაგჭირდებათ:

  • 3 ცალი ლიმონი
  • შაქარი
  • წყლის
  • 40 გრ.  ჟელატინი
  • პიტნა

ლიმონის მუსი

მომზადების წესი:

გააცალეთ ლიმონს კანი, რბილობი კი გაწურეთ. ქერქის ნაწილს დაასხით წყალი, დანარჩენი შეინახეთ გასაფორმებლად. დადგით წყალი და ლიმონის ქერქი ცეცხლზე და ადუღეთ 5-6 წუთი. შემდეგ გადაუწურეთ წყალი, დაამატეთ 1.5 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. ჟელატინს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დატოვეთ გაჭღენთვამდე და შემდეგ გაწურეთ ბადეში. მიღებული მასა მოათავსეთ ლიმონის ნახარშში.

გააცივეთ ნაზავი 40°- მდე, ათქვიფეთ შესქელებამდე და მოათავსეთ ფორმებში. ფორმის მიღების შემდეგ ამოიღეთ, გააფორმეთ პიტნითა და ლიმონის ქერქით. ისღა დაგრჩენიათ, მოაპკუროთ ლიმონიანი წყალი და უგემრიელესი მუსიც მზადაა!

 

 

დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
მაწონი
როგორ მოვამზადოთ მაწონი

მაწვნის მომზადების წესი მარიეტასგან.

Close