Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ მოვამზადოთ მაწონი

იხილეთ მაწვნის მომზადების წესი, რომელიც მარიეტამ შემოგვთავაზა.

მაწონი

ავადუღოთ 3 ლიტრი  რძე და გავაჩეროთ იმდენ ხანს, რომ ოდნავ გაგრილდეს (ნეკა თითს რომ ჩაყოფთ უნდა იკბინებოდეს).

ჩაის კოვზით გადმოვიღოთ სადედი (ანუ მზა მაწონი) პატარა ჭიქაში, დავასხათ 1 ს.კ. რძე და მოვურიოთ კოვზით ერთი-ორჯერ. შემდეგ ჩავასხათ რძეში და კვლავ ამოვურიოთ.

ბოლოს ჩავასხათ სასურველი ზომის ჭიქებში. ჭიქებს ზემოდან დავაფაროთ ქვაბის თავსახური, შემდეგ კი თბილად შევფუთოთ. ზაფხულში გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 3, ზამთარში კი 4-5 საათით. დროის გასვლის შემდეგ გავხსნათ, დაველოდოთ ოდნავ შეგრილდეს და შევდგათ მაცივარში .

დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
ტკბილი თხილი
როგორ მოვამზადოთ ტკბილი თხილი

თხილის კამფეტის მარტივი მომზადების წესი მარიეტასგან. დაატკბეთ სუფრა!

Close