Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ მოვამზადოთ ჰალვა

ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტკბილეული, რომლის მომზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ. გთავაზობთ თურქული ხალვის მომზადების წესს.

ხალვა

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 2/3 ჭიქა ტაჰინი
  • 2/3 ჭიქა რძე

არომატისთვის სურვილისამებრ:

  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩაის კოვზი კაკაო
  • დაჭრილი ფისტას კაკალი (ერთ ნახევარი სუფრის კოვზი ან გემოვნებით)
  • დაჭრილი ნუში (ერთ ნახევარი სუფრის კოვზი ან გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. წაუსვით ცხიმი პატარა საცხობ ფორმას.
  2. ადუღეთ რძე და შაქარი ღრმა ტაფაში საშუალო ტემპერატურაზე, სანამ არ გასქელდება (წყალში ჩაწვეთებისას ბურთულებად უნდა იქცეს).
  3. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ტაჰინი და არომატისთვის სასურველი ინგრედიენტი, მაგრამ არ მოურიოთ. გააჩერეთ ასე ორიოდე წუთით.
  4. თქვიფეთ ნარევი ბრტყელი ან ჩვეულებრივი კოვზით რამდენიმე წამის განმავლობაში.
  5. ჩაასხით ცხიმიან ფორმაში და აცადეთ გამყარება.
დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
მარინარას სოუსი
როგორ მოვამზადოთ მარინარას სოუსი

უგემრიელესი იტალიური მარინარას სოუსით პიცა და მაკარონის კერძები საუცხოო ხდება. მოამზადეთ და დაიხმარეთ ნამდვილი იტალიური კერძების მომზადებაში.

Close