Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ გავაკეთოთ პიცის ცომი

თუკი პიცის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ჯერ ცომის გაკეთებაზე უნდა იფიქროთ. წარმოგიდგენთ პიცის ცომის მომზადების ორ განსხვავებულ წესს სრულყოფილი შედეგის მისაღებად. მოკლედ ის დროა გააოცოთ მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენ მიერ მომზადებული პიცით!

I: პიცის ცომი სწრაფად და მარტივად

30 წუთში 1 ცალი 30სმ დიამეტრის პიცის ცომის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

  • 7 გრამი მშრალი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი(45C გრადუსი)
  • 2 მთელი 1/2 ჭიქა პურის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

1. გააცხელეთ ღუმელი 230C გრადუსზე. საშუალო ზომის თასში ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით მასში საფუარი და შაქარი. დატოვეთ 10 წუთით.

2. შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილი, მარილი და ზეთი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ დაასვენეთ 5 წუთით.

3. გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ. გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი ცოტათი ცხიმიან პიცის საცხობ ლანგარზე, შეკმაზეთ სასურველი პიცის რეცეპტის მიხედვით და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე აცალეთ  პიცას ოდნავ შეგრილება, დაახლოებით 5 წუთით.

როგორ გავაკეთოთ პიცის ცომი

II: პიცის ცომი ჯეისონ შარფის მიხედვით

თუკი პირველი ვარიანტი თქვენთვის ახალი არაა და მეტიც, უკვე მოგბეზრდათ ამგვარად მომზადებული პიცა, მაშინ ჯეისონ შარფის მეთოდი სცადეთ, რომელიც 2 საათამდე დროს წაგართმევთ. ამისათვის დაგჭირდებათ:

  • 2 მთელი 1/4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1/2 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1 მთელი 1/2 ჭიქა თბილი წყალი(45C)
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 3 მთელი 1/3 ჭიქა ფქვილი

1. ჩაასხით თბილი წყალი დიდი ზომის თასში და გახსენით მასში საფუარი და შაქარი. დატოვეთ 10 წუთით.

2. შემდეგ შეურიეთ მარილი და ზეთი. ჩაუმატეთ და შეურიეთ 2 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილიც.

3. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე. ზილეთ და თანდათან უმატეთ დარჩენილი ფქვილი მანამ, სანამ ცომი წებოვანი აღარ იქნება. კარგად მოაცხეთ ცხიმი თასს და მოათავსეთ მასში ცომი. შეფუთეთ თბილად და აცალეთ სანამ მოცულობით არ გაორმაგდება. ამას დაახლოებით 1 საათი დაჭირდება. ამოსული ცომი ჩაზილეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. დაასვენეთ 1-2 წუთით და შემდეგ გააბრტყელეთ. პიცის საცხობ ტაფას მოაცხეთ ცოტა ცხიმი და მოათავსეთ ცომი. 15-20 წუთით აცალეთ ამოფუვება და შემდეგ შეკმაზეთ სასურველი პიცის რეცეპტის მიხედვით.

4. აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი და ყველი მასზე მოყავისფრო-მოოქროსფერო შეფერილობის არ გახდება.

ისღა დაგრჩენიათ სასურველი პიცის რეცეპტი შეარჩიოთ! იხილეთ: პიცის რეცეპტები

დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
ტაჰინი
როგორ გავაკეთოთ ტაჰინი?

ტაჰინის, იგივე სეზამის პასტის თუ ქუნჯუთის სოუსის გაკეთება ძალიან მარტივია და ჰუმუსისა თუ ბაბა განუშის მომზადებისას ამიერიდან აღარ მოგიწევთ თურქულ მარკეტში მისი ყიდვა. თქვენ ბევრად უკეთესი ტაჰინი გამოგივათ!

Close