Tamta Soselia Handmade Accessories

როგორ მოვამზადოთ ტკბილ-მჟავე სოუსი

ეს უგემრიელესი სოუსი სუფრაზე უნდა მიიტანოთ ცივად. ძალიან უხდება თევზს, ღორის ხორცს, ქათამსა და ბოსტნეულს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ახალი ანანასი
  • ბულგარული წიწაკა
  • ხახვი
  • ცხარე წიწაკა
  • კოჭა
  • ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • ტომატის პასტა
  • სოიოს სოუსი
  • წყლის
  • შაქარი
  • სეზამის ზეთი
  • ტკბილი სოუსი ჩილი
  • სახამებელი
  • ძმარი

ტკბილ-მჟავე სოუსი

როგორ მოვამზადოთ:

გაფცქვენით ნიორი და კოჭა. ეს უკანასკნელი დაჭერით მცირე ზომის კუბებად, ხოლო ნიორი დააქუცმაცეთ. დაჭერით ცოტაოდენი ცხარე წიწაკა  და ყველა ეს ინგრედიენტი გადაიტანეთ თეფშზე.

დაჭერით ხახვი და ნახევარი ბულგარული წიწაკა მსხვილ ნაჭრებად.

გაასუფთავეთ ნახევარი ანანასი, ამოაჭერით შიგთავსი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

მოამზადეთ შაქარი, ტომატი, სოიოს სოუსი, სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი, ძმარი, ტკბილი ჩილის სოუსი. ცივ წყალში გახსენით 2-3 კოვზი სახამებელი.

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კოჭა, წიწაკა და გააცხელეთ (ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ დაიბრაწოს). ტაფაზე დაამატეთ 3-4 ს/კ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი სოიოს სოუსი, 1 ჭიქა წყალი, 3.5 ს/კ შაქარი, ძმარი და 1 ს/კ ტკბილი ჩილის სოუსი. ასევე, დაგჭირდებათ 2-3 ჩ/კ სახამებელი შესასქელებლად, ანანასი და ამოურიეთ. გადმოიღეთ სოუსი ქურიდან და დაამატეთ სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი. სოუსი მზადაა!

დატოვეთ კომენტარი

ყველა უფლება დაცულია - Kulinaria.Ge - ტვინი
ლიმონის მუსი
როგორ მოვამზადოთ ლიმონის მუსი

თუ ფიქრობთ, რომ გემრიელი ნუგბარის მომზადება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ცდებით. ეს მუსი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ მოკლე დროში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მშვენიერი მუსის მომზადება.

Close